საქართველომ მიმდინარე წლის 5 თვეში 7.2 მლნ დოლარის ღირებულების 1 650 ტონა ყველი და ხაჭო შეიძინა. გასულ წელთან შედარებით, იმპორტი 30.3%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკით, 2022 წლის იანვარ-მაისში შეძენილი საქონლის მოცულობა ბოლო ათი წლის ანალოგიური პერიოდების იმპორტს აღემატება.
ყველის და ხაჭოს იმპორტი გასულ წელთან შედარებით, თითქმის ყველა საიმპორტო ბაზრიდან გაზრდილია. რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც ქვეყანა აღნიშნულ საქონელს ყიდულობს, უმსხვილეს ქვეყნებში პირველ ადგილს წლების განმავლობაში გერმანია იკავებდა. TOP-5 საიმპორტო ქვეყნა კი ასეთია:
1. გერმანია – 1.4 მლნ დოლარი, 296 ტონა;
2. რუსეთი – 1.1 მლნ დოლარი, 373 ტონა;
3. თურქეთი – 948 ათასი დოლარი, 258 ტონა;
4. ნიდერლანდები – 710 ათასი დოლარი, 137 ტონა;
5. პოლონეთი – 605 ათასი დოლარი, 118 ტონა.
გარდა ამისა, ყველისა და ხაჭოს იმპორტი საფრანგეთიდან, დანიიდან, იტალიიდან, ფინეთიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, ირანიდან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდანაც განხორციელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველისა და ხაჭოს ექსპორტი ბევრად ჩამორჩება იმპორტის რიცხვებს, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქონლის იმპორტი გაზრდილია. ამ პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 426 ათასი დოლარის ღირებულების 61 ტონა ყველი და ხაჭო გაიყიდა.
პროდუქტი ძირითადად სომხეთში გადის, თუმცა საექსპორტო ქვეყნები ასე გამოიყურება: სომხეთი – 225 ათასი დოლარი, 40 ტონა; აშშ – 157 ათასი დოლარი, 16 ტონა; კანადა – 28 ათასი დოლარი, 2 ტონამდე; ჰონ-კონგი – 4.5 ათასი დოლარი; აზერბაიჯანი – 4.3 ათასი დოლარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები – 4 ათასი დოლარი და სინგაპური – 2 ათასი დოლარი.