ოქროს ექსპორტი მცირედით გაიზარდა. მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველომ 62.5 მლნ დოლარის ღირებულების (დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით) 1. 95 ტონა ოქრო გაყიდა (2021 წლის ცხრა თვე – $59 მლნ).
საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, საქართველოდან ოქროს TOP საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სადაც $58 მილიონის ოქრო გაიყიდა, მას მოსდევს გერმანია ($2.6 მლნ) და თურქეთი ($1,6 მლნ). მცირე რაოდენობით, დაახლოებით, 0.7 მლნ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.
რაც შეეხება იმპორტს, ცხრა თვეში საქართველოში იმპორტირებულია, დაახლოებით, 12 ათასი დოლარის დაუმუშავებული ოქრო. საიმპორტო ქვეყნების სამეულშია რუსეთი, გერმანია და იტალია.
ცნობისთვის: 2021 წელს ოქროს ადგილობრივი ექსპორტი TOP-10 უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის 1.5%-იანი წილით, მეათე ადგილს იკავებდა. ამ პერიოდში საქართველომ ოთხ საექსპორტო ბაზარზე 2.11 ტონა ოქროს რეალიზაციიდან 64,2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.