Home დღის ამბები საქართველომ მოცვის ექსპორტიდან $5.4 მილიონის შემოსავალი მიიღო

საქართველომ მოცვის ექსპორტიდან $5.4 მილიონის შემოსავალი მიიღო

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 18 ივლისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტზე 916 ტონა მოცვი გავიდა, რომლის ღირებულებამ 5.411 მლნ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოცვის ექსპორტის მოცულობა 269 ტონით (42%), ხოლო ღირებულება 1.685 მლნ დოლარით (45%) გაიზარდა.

ექსპორტი ძირითადად რუსეთში (841.9 ტონა), ასევე მცირე რაოდენობით არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (26.4 ტონა), უკრაინაში (21.1 ტონა), გერმანიაში (10.9 ტონა), ბულგარეთში (4.6 ტონა), სომხეთში (4.0 ტონა), კატარში (2.9 ტონა), მალაიზიაში (1.1 ტონა), მოლდოვაში (0.9 ტონა), სიანგანში (0.8 ტონა), ბაჰრეინში (0.8 ტონა) და ლიბანში (0.3 ტონა) განხორციელდა.