2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ცოცხალი თხებისა და ცხვრების ექსპორტი შემცირდა.
კერძოდ, მიმდინარე წელს, საქართველოდან 16.9 მლნ აშშ დოლარის წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი გაიყიდა, გასულ წელს კი 7,1 მლნ აშშ დოლარით მეტი, 24 მლნ დოლარის ცხვარი.
გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი თხა და ცხვარი გავიდა:
აზერბაიჯანი – 8.4 მლნ აშშ დოლარი
საუდის არაბეთი – 4.6 მლნ აშშ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 4.4 მლნ აშშ დოლარი
ეგვიპტე – 1.1 მლნ აშშ დოლარი
იორდანია – 1.1 მლნ აშშ დოლარი
ყატარი – 100 000 აშშ დოლარი