თხილის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 14%-ით შემცირდა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან 90 მლნ აშშ დოლარის თხილი და სხვა კაკალი გაიყიდა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 75.3 მლნ აშშ დოლარის. მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად შემცირებულია საექსპორტო ფასი, მხოლოდ 928 კგ-ით შემცირდა მოცულობა. 18 500 ტონიდან, 17 577 ტონამდე.
გთავაზობთ ათი ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც წელს, თხილი და სხვა კაკალი ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა:
იტალია – 19.9 მლნ აშშ დოლარის
გერმანია – 17.1 მლნ აშშ დოლარის
სომხეთი – 6.9 მლნ აშშ დოლარის
ესპანეთი – 4.7 მლნ აშშ დოლარის
რუსეთი – 2.9 მლნ აშშ დოლარის
ლიეტუვა – 2.9 მლნ აშშ დოლარის
საფრანგეთი – 2.4 მლნ აშშ დოლარის
პოლონეთი – 2.3 მლნ აშშ დოლარის
საუდის არაბეთი – 2.1 მლნ აშშ დოლარის
ჩეხეთი – 2 მლნ აშშ დოლარის