2022 წლის 10 თვეში საქართველოდან EU-ში $715 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ეს EU-ში საქართველოს ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში 16%-მდეა.
წლების მიხედვით (10 თვე) EU-ში ექსპორტი ასე იცვლებოდა: 2017 წელი – $528 მილიონი, 2018 წელი – $584 მილიონი; 2019 წელი – $651 მილიონი; 2020 წელი – $557 მილიონი; 2021 წელი – $539 მილიონი; 2022 წელი – $715 მილიონი.
თანხობრივად, წლევანდელ ექსპორტში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რაც $363 მილიონს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, ეს თანხა 67%-ით არის გაზრდილი. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ საქონლის ექსპორტის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს.
მეორე ადგილს თხილის ექსპორტი იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი ტემპით – 645%-ით ევროკავშირში საქართველოში დამზადებული ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა, რამაც $15 მილიონს მიაღწია.
უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანია ევროკავშირის ქვეყნებში:
აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
სს RMG Copper;
სს რუსთავის აზოტი;
შპს Caucasian Metals Terminal;
შპს აგრიჯორჯია;
შპს ატლანტიკ საქართველო;
შპს კ და ქართული სპირტი;
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;
შპს ჯეორჯიან პროდაქტს;
შპს ჰანდლერ კორპორეიშენ;
რაც შეეხება იმპორტს, წელს ათ თვეში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში $2.4 მილიარდის საქონელი იყიდა.
EU-დან იმპორტი წლების მიხედვით ასე იცვლებოდა (10 თვე): 2017 წელი – $1.73 მლრდ, 2018 წელი – $2 მლრდ; 2019 წელი – $1.88 მლრდ; 2020 წელი – $1.5 მლრდ; 2021 წელი – $1.84 მლრდ; 2022 წელი – $2.4 მლრდ.
უმსხვილესი TOP-10 იმპორტიორი კომპანია ევროკავშირის ქვეყნებში:
სს გეფა;
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
შპს ავერსი-ფარმა;
შპს აკა;
შპს ალტა;
შპს ლუკოილ-ჯორჯია;
შპს პსპ ფარმა;
შპს რომპეტროლ საქართველო;
შპს ჯე ტრეიდ.
ცნობისთვის, ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.