Home დღის ამბები ეკონომიკა საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი გასამმაგდა

საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტი გასამმაგდა

საქართველოდან საფრანგეთში ღვინის ექსპორტი გასამმაგდა. ოფიციალური მონაცემებით, წელს 10 თვეში საფრანგეთში 984.48 ათასი დოლარის ქართული ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც 2021 წლის 10 თვეში ეს მაჩვენებელი 296.6 ათასი დოლარი იყო.

5 წლიან ჭრილში საფრანგეთში ყველაზე მეტი ღვინო სწორედ წელს გავიდა. მანამდე ყველაზე დიდი მოცულობით ქსპორტი 2018 წლის 10 თვეში განხორციელდა და 468 ათასი დოლარი შეადგინა.

ღვინის ექსპორტი საფრანგეთში

• 2018 წელი – 468.2 ათასი დოლარი
• 2019 წელი – 251.63 ათასი დოლარი
• 2020 წელი – 290.83 ათასი დოლარი
• 2021 წელი – 296.64 ათასი დოლარი
• 2022 წელი – 984.48 ათასი დოლარი

წელს, 10 თვეში ღვინის ექსპორტი ჯამში 6% არის გაზარდილი. 10 თვეში საერთაშორისო ბაზრებზე 200.8 მლნ დოლარის ქართული ღვინო გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი ისევ რუსეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 64% მოდის (128.9 მლნ დოლარი)

ქართული ღვინის TOP- 10 საექსპორტო ბაზარი / 2022 წლის 10 თვე

1. რუსეთი – 128.9 მლნ დოლარი
2. პოლონეთი – 12.3 მლნ დოლარი
3. ჩინეთი – 10.5 მლნ დოლარი
4. უკრაინა – 9.14 მლნ დოლარი
5. ყაზახეთი – 8.15 მლნ დოლარი
6. ბელარუსი – 4.7 მლნ დოლარი
7. აშშ  – 4.46 მლნ დოლარი
8. ლატვია – 3.8 მლნ დოლარი
9. გერმანია – 2.9 მლნ დოლარი
10. ლიეტუვა – 1.8 მლნ დოლარი