საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მე-2 ეტაპის მატჩი, საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” ჩოხატაურში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართა და ადგილობრივი “ბახმარო” 2:0 დაამარცხა
თელავის გუნდიდან გოლები ჰოვანეს პოღოსიანმა და ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა გაიტანეს – გამოსარჩევი კი ისაა, რომ პოღოსიანმა სკ “თელავის” მაისურით პირველი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა სკ “თელავი” თასის მერვედფინალში ითამაშებს, მეტოქე კი მოგვიანებით გახდება ცნობილი