Home დღის ამბები  საუბნო კომისიებში ნაკადის მომწესრიგებლები ამომრჩეველის გვარს და სახელს  ხმამაღლა აცხადებენ

 საუბნო კომისიებში ნაკადის მომწესრიგებლები ამომრჩეველის გვარს და სახელს  ხმამაღლა აცხადებენ

თელავში საუბნო კომისიებში ნაკადის მომწესრიგებლები ამომრჩეველის გვარს და სახელს ხმამაღლა აცხადებენ. შესაძლოა აღნიშნული ქმედებით დამკვირვებლებმა ( კოორდინატორებმა )

ამ ფორმით ამომრჩეველი აღრიცხონ.. შეგახსენებთ რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ასევე კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება.

დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება.