მეფე ერეკლეს დაბადებიდან 303 წელი შესრულდა. მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში გაიმართა. წირვას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.