Home დღის ამბები სასამართლო პროცესები ჩაიშალა თელავისა და გურჯაანის სასამართლოებშიც

სასამართლო პროცესები ჩაიშალა თელავისა და გურჯაანის სასამართლოებშიც

სასამართლო პროცესები ჩაიშალა თელავისა და გურჯაანის სასამართლოებშიც.

მიზეზი შეტყობინება გახდა, რომელიც სასამართლოების ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა და ადმინისტრაციას, ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობას ატყობინებდა.

შენობებიდან პერსონალისა და მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ადგილზე იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურების წარმომადგენლები.

დღეს, დილიდან შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ, ასევე შევიდა სიღნაღსა და ახმეტაშიც. თელავის სასამართლოში გამნაღმველებს ელოდებიან.

მსგავსი შეტყობინებები შევიდა თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების და ასევე სხვა სასამართლოების და დაწესებულების მეილებზეც.