სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ, არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ, გოგონას ბიძას, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
არსებული ინფორმაციით, გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
პროცესზე დაცვის მხარე 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.
საქმე ეხება კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ფაქტს, სადაც 45 წლამდე კაცმა 14 წლის გოგო გააუპატიურა, შურისძიების მიზნით კი დაზარალებულის ბიძამ, სიძეს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.