Home დღის ამბები სასამართლოზე ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გირაოთი განთავისუფლებას ითხოვდა

სასამართლოზე ზურაბ საჩიშვილის მკვლელობაში ბრალდებული გირაოთი განთავისუფლებას ითხოვდა

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის საქმეზე ბრალდებულ, პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს ვანო ზანდარაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ეს გადაწყვეტილება თელავის რაიონული  სასამართლოს მოსამართლე მარინე ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა და ბრალდების მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა პოლიციელის უფლებადამცველი, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. თუმცა, არჩილ ბერიანიძემ ამ ეტაპზე არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა ზანდარაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას.

სამართალდამცველის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.

წინასასამართლო სხდომა ამ საქმეზე 18 თებერვალს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, მკვლელობა იყალთოში ორი დღის წინ მოხდა. პოლიციელმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მერიის თანამშრომელი,  ლევან ბერძენიშვილი დაჭრა.

წყარო : მთავარი არხი