Home რეგიონი ახმეტა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისი შეასრულა

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისი შეასრულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე სამოქალაქო რეისი შეასრულა სოფლების- ომალოს, შენაქოს, ჩიღოს, კვავლოსა და ჭეშოს მიმართულებით.

ცნობისთვის, თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გახსნამდე ადგილობრივი თუში მოსახლეობისათვის ერთადერთი იმედი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებია.