სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, საქართველოს მოქალაქის შ.ა.-ს ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, (სპეციალურად მოწყობილ სამალავებში) არადეკლარირებული 515.66 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
„საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 45 833.08 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.