კახელი მევენახეები ღვინის კომპანია „ართეგისგან“ ჩაბარებული ყურძნის თანხას ითხოვენ. ამ მიზნით, ისინი სოფელ წინანდალში შეკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
ღვინის ქარხანასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ყურძნის ჩამბარებელმა კომპანიამ, პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნაზე რეაგირება არ მოახდინა.
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შეკრებილი მევენახეები, კახეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ, აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა. მევენახეების თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
ცნობისთვის: კახელი მევენახეები, უკვე ორი თვეა, ღვინის კომპანია ,,ართეგს“ უშედეგოდ სთხოვენ. კომპანიას 400-მდე მევენახეს ვალი აქვს.