სანზონაში, ექიმ-თერაპევტის სახლიდან დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცის ამოღების საქმეზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 135-ე მუხლით დაიწყო. აღნიშნული, მუხლი სისხლით, ან სისხლის კომპონენტებით უკანონო ვაჭრობას გულისხმობს.
მედიკოსის სახლიდან ამოღებულ ხორცს ექსპერტიზა უტარდება. თავად ექიმ-თერაპევტი კი, ამ დრომდე საქმიანობას მუხიანში მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში განაგრძობს. ის სამართალდამცავებმა ორი დღის წინ გამოკითხეს. როგორც მისი ოჯახის წევრი აცხადებს, ქალის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას საცხოვრებელ ბინაში მაცივარი და კანალიზაცია ჰქონდა გაფუჭებული, სადარბაზოში არსებული მძაფრი სუნი კი სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, 18 ივნისს, სანზონაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინიდან, რომელიც ექიმ-თერაპევტს ეკუთვნის, მეზობლების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობით გაფუჭებული ხორცი ამოიღეს. ბინის მეპატრონე მოქმედი მედიკოსია.