Home დღის ამბები ეკონომიკა სანელებლების ექსპორტი იმპორტს 12-ჯერ აღემატება – სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

სანელებლების ექსპორტი იმპორტს 12-ჯერ აღემატება – სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს

საქართველოში სანელებლების ექსპორტი იმპორტს 12-ჯერ აღემატება. კერძოდ, 2022 წლის 9 თვეში ქვეყნიდან 8.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (3,937 ტონა) სანელებლების ექსპორტი განხორციელდა. ხოლო 699 ათასი აშშ დოლარის (341 ტონა) შემოვიდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში კი საქართველომ 8.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების (4,006 ტონა) სანელებლები გაიტანა და 706 ათასი აშშ დოლარის (449 ტონა) პროდუქტი შემოიტანა.

სად ვყიდით და ვყიდულობთ პროდუქტს:

5 ქვეყანა , სადაც 2022 წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე მეტი კოჭა, ზაფრანა,ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები გაიყიდა:

ჩინეთი – 3.8 მლნ აშშ დოლარის 1,829 ტონა

რუსეთი – 2.9 მლნ აშშ დოლარის 1,108 ტონა

უკრაინა – 766 ათასი აშშ დოლარის 426.5 ტონა

აშშ – 284 ათასი აშშ დოლარის 60.5 ტონა

ყაზახეთი – 143 ათასი აშშ დოლარის 86 ტონა

5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ყველაზე დიდი ოდენობით სანელებლები შემოვიდა:

ნიდერლანდები – 208.8 ათასი აშშ დოლარის 117.1 ტონა

თურქეთი – 144.3 ათასი აშშ დოლარის 68.9 ტონა

ინდოეთი – 117.4 ათასი აშშ დოლარის 80.5 ტონა

რუსეთი – 76.6 ათასი აშშ დოლარის 23.2 ტონა

ეგვიპტე – 49.1 ათასი აშშ დოლარის 27.7 ტონა