გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სამართალდამცავებმა მალხაზ ბადუაშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. ბადუაშვილს გამოძიება 236-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რომელიც იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.
მალხაზ ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი და მან სასჯელი თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის მოიხადა.
მის სახელს უკავშირდება მიმდინარე წლის თებერვალში გურჯაანის ჯეო- ჰოსპოტალსის საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ბადუაშვილი მკურნალობის კურსს გადიოდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ მიმართულებით ისროლეს, სადაც ის იყო მოთავსებული.