კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სალოტბარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
მინისტრმა საქართველოში მოქმედი სალოტბარო სკოლების 65 პედაგოგთან, მათ შორის – ლოტბარებსა და რეგენტებთან ერთად განიხილა სკოლებისა და პედაგოგების გეგმები, მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ, ასევე ისაუბრა სალოტბარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და ყველა მათგანში სწავლების ერთნაირი მეთოდისა და სტრუქტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით საქართველოში დღეს 31 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერებისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა.