Home დღის ამბები პოლიტიკა სალომე ზურაბიშვილი შვედეთის პრინცესას შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი შვედეთის პრინცესას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვედეთის გვირგვინოსან პრინცესას უმასპინძლა. შესაბამის ვიდეომასალას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და შვედეთის პრინცესა ვიქტორიას პირისპირ შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ვიზიტი ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება. საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, გვირგვინოსანი პრინცესას საქართველოში ვიზიტის მასპინძელია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.