📍 სოფელი საკობიანო, ახმეტის მუნიციპალიტეტი – საკობიანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფშაური პოეზიის საღამო გამართეს, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოებას ფშაური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გააცნეს.
🎼 ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ფშაური ლექსები, შეასრულეს ტრადიციული სიმღერები და ცეკვები, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულად თბილი და ავთენტური ატმოსფერო შესძინა.
🌸 ღონისძიებას ესწრებოდა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, რომელმაც ორგანიზატორ ქალბატონ ზანდა გამიაშვილს მადლობა გადაუხადა და ყვავილები გადასცა.
🚌 ზურაბ ფილაშვილმა მონაწილე ბავშვებს საჩუქრად ექსკურსია დაჰპირდა, როგორც წახალისება მათი ნამუშევრისთვის.