როგორც თენგიზ ნასარიძის აცხადებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში- 27 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის წყალმომარაგების უზრუნველყოფა გაუმჯობესდება და მოწესრიგდება სადრენაჟე ინფრასტრუქტურა.
„ცნობილ სამხრეთ კორეულ კომპანიასთან, რომელსაც საირიგაციო დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტებასა და ზედამხედველობაში უდიდესი გამოცდილება აქვს, გაფორმდა კონტრაქტი. ვფიქრობ, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის საირიგაციო სისტემა თვისობრივად სხვა დონეზე ავა. ჩვენ მივიღებთ მოდერნიზებულ, წყალდამზოგ და კლიმატგონივრულ სისტემებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს ჩვენს ფერმერებს, ეს მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კიდევ უფრო წარმატებულად წარმოებისთვის”,- აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.
ცნობისთვის- ხელშეკრულებები ტაშისკარის, ტირიფონის ზედა არხის, ზემო ალაზნის საირიგაციო სისტემების, შავღელეს მასივის სადრენაჟე სისტემის და ნარეკავის წყალსაცავის დეტალურ საინჟინრო პროექტის/დიზაინის მომზადებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას მოიცავს.
ორივე ხელშეკრულების საერთო ღირებულება ჯამში- 11 936 845 აშშ დოლარს შეადგენს.