Home დღის ამბები ეკონომიკა საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა

საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 4-ჯერ გაიზარდა

2022 წლის მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი თითქმის 4-ჯერ (3.5-ჯერ) გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს მაისში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 258.6 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 73.8 მლნ დოლარს. 2020 წლის მაისში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 9.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებით.

რაც შეეხება 2022 წლის გასული თვეების სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, აპრილში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 188.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მარტში – 174.5 მლნ დოლარი; თებერვალში – 105.2 მლნ; იანვარში კი – 114 მლნ აშშ დოლარი.