2018 წლის 6 ივლისს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ საგზაო-სარემონტო სამუშაოების წარმოების პროცესს.
კერძოდ, დასრულების ეტაპზეა თელავში ალაზნის გამზირზე არსებული, მირიან ცალქალამანიძის სახელობის საჭიდაო დარბაზის ეზოს მოწყობითი სამუშაოები – დაიგო ასფალტის საფარი და გაკეთდა ბორდიურები; მთავრდება პეტრე ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია – შეიცვალა საკანალიზაციო ქსელი და დაიგო ასფალტის საფარი. ასევე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში სრულდება ასფალტის საფარის ორმოული შეკეთების სამუშაოები.