სოფელ ძირკოკში მიმდინარე შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში 725 მეტრი სიგრძის გზაზე მოეწყო ბეტონის საფარი.
გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 440 000 ლარამდე დაიხარჯა. პროექტი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს “იმედი დიდუბემ” შეასრულა.