Home ბლოგი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი, 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდს, 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს

ახალი გზის მონაკვეთი გვერდს აუვლის 5 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს

ბადიაურის კვანძთან თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედანი მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის, ეს ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესის პროდუქციის რეალიზაციას

მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, კახეთში სასელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან და საგარეჯოს მერთან, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად დაათვალიერა