საგარეჯოში, მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით , “მერსედერსის” მარკის ავტომობილი ბენზინგასამართ სადგურ ,,ეკო”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული, რა დროსაც აალება მოხდა. ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო – სამაშველო სამსახურის ეკიპაკებმა მოახდინეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტომანქანაში ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.