შემოვლით გზაზე ერთმანეთს 2 მიკრო ავტობუსი შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ტრანსპორტში მყოფმა პირებმა სხეულის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიიღეს.
დაშავებულები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ექსპერტ- კრიმინალისტებმა ჩაატარეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.