Home რეგიონი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის ფორუმი გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის ფორუმი გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ტურიზმის ფორუმი გაიმართა, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივ ბიზნეს სუბიექტებთან – კერძოდ, სასტუმრო, სარესტორნო და ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

ღონისძიების მიზანი ასევე იყო ისეთი გზამკვლევის შექმნა,

რომელიც ხელს შეუწყობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას,

მიღებული შემოსავლების გაზრდასა და დარგის მნიშვნელობის ამაღლებას.

“კახეთის რეგიონი მდიდარი და უნიკალურია კულტურის ისტორიით, რაც მოიცავს

მუსიკას, ცეკვას,

ხელოვნებას, რელიგიას, საერთაშორისო და ადგილობრივი

მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლეს,

მეღვინეობის ტრადიციებს,

დაცულ ტერიტორიებს. გარდა ამისა, არსებული კლიმატი, ქართველი ხალხის

მეგობრული განწყობა და სტუმართმოყვარეობა კიდევ უფრო მეტ ინტერესს ქმნის.

რაც შეეხება გამოწვევებს:

მსოფლიო დონის ტურისტული პროდუქტების შესაქმნელად და როგორც

საერთაშორისო,

ისე შიდა მოთხოვნის გაზრდის მიზნით, უპირველესად, კულტურული

მემკვიდრეობის ძეგლები და სხვა კულტურული

მნიშვნელობის აქტივები უნდა შენარჩუნდეს და გაიზარდოს ინფორმაციულობა მათ

შესახებ.

მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება

ვიზიტორებისათვის,

ყველაზე შთამბეჭდავ ტურისტულ ადგილებამდე მისასვლელი

გზებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება,

კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაფართოება – აი, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

მადლობა თითოეულ ჩართულ მხარეს აქტიური დისკუსიისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის.” -განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა საუბრისას.

#საგარეჯოსტურიზმი2025