ევროპის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ძიუდოში, საგარეჯოელი შოთა ბაჩოშვილია (-50 კგ.).
სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველმა ძიუდოისტმა, ფინალურ შეხვედრაში იპონით, ბელგიელი მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.