Home დღის ამბები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დედოფლისწყაროს და საჩხერის განყოფილება იაპონიის საელჩოს დახმარებით სახანძრო-სამაშველო...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დედოფლისწყაროს და საჩხერის განყოფილება იაპონიის საელჩოს დახმარებით სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, იაპონიის საელჩოს დახმარებით კიდევ ორ სახანძრო-სამაშველო ავტომობილს მიიღებს, რომლებიც დედოფლისწყაროს და საჩხერის განყოფილებებში გადანაწილდება.

იაპონიის საელჩოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – იშიძუკა ჰიდეკიმ მოაწერეს.

ოფიციალური მიღების ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა დამსწრეებს სიტყვით მიმართეს და ელჩს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

ახალი სახანძრო-სამაშველო ავტომობილები განკუთვნილია როგორც ტყის, ასევე ურბანულ ხანძრებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

პროექტი იაპონიის მთავრობის გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში, მხარეებს შორის თანამშრომლობა 2018 წლიდან მიმდინარეობს, იაპონელი პარტნიორების დახმარებით გადმოცემული უკვე მე-8 სახანძრო-სამაშველო ავტომობილია.