საბერძნეთში დააკავეს 47 წლის ქართველი ქალი, რომელიც მოხუცებს, რომლებთანაც საოჯახო საქმეების დამხმარედ მუშაობდა, საძილე საშუალებებით აბრუებდა და ძარცვავდა, – ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის გამოძიება ოთხ საქმეზე მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული ცრუ ინფორმაციის მიწოდებით ახერხებდა მოხუცებთან საოჯახო საქმეების დამხმარედ დასაქმებას, შემდეგ კი მათ საკვებსა და სასმელში საძილე საშუალებებს უყრიდა და სახლებიდან ფული და ძვირფასეულობა გაჰქონდა.
დაკავებულის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ამოიღეს: ძვირფასეულობა, გაურკვეველი ნივთიერება, აბები, გარკვეული თანხა და დანა.