დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან ერთად არხილოსკალოს საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ შეხვედრას დესწრო.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონსულტანტმა მაია ვაშაკიძემ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების – არხილოსკალო-სამთაწყაროსა და გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ზემო ქედის, არხილოსკლოს, ქვემო ქედის, სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მოსახლეობას ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა გააცნო, რომელიც გულისხმობს გზების მშენებლობის პროცესში ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და სოციალური მიმართულებით გასათვალისწინებელი ნორმებსა და მათი დაცვის სტრატეგიას.
“მინდა მოგახსენოთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო პროექტების შესახებ: ახლო მომავალში გაგრძელდება გუბმათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს გზის სრული რეაბილიტაცია და ჩვენს მოსახლეობას საბათლომდე ასფალტიანი გზით ჩასვლის შესაძლებლობა ექნება. ასევე, უახლოეს პერიოდში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება არხილოსკალო-სამთაწყაროს საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა“- განაცხადა შეხვედრაზე დედოფლიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.