რუსეთმა ძებნა 100 ქართველზე გამოაცხადა. ქართველების ძებნასთან დაკავშირებით, ინფორმაციას „მედიაზონა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ძებნილ პირთა მონაცემთა ბაზაში, ძებნილი უცხოელების ერთ-ერთი ყველაზე დიდ ჯგუფს უკრაინის მხარეს მებრძოლი „დაქირავებული სამხედროები“ წარმოადგენს. „მედიაზონამ“ საძიებო მონაცემთა ბაზაში 36 ქვეყნიდან 396 ადამიანის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც იძებნიან როგორც „დაქირავებული“ მებრძოლები. აქედან ყველაზე დიდ ჯგუფს საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ. „მედიაზონა“ წერს, რომ ისინი, სავარაუდოდ, „ქართულ ლეგიონთან“ არიან დაკავშირებული.
გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ძებნილ მოქალაქეებს შორის არიან : პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი დავით ქაცარავა, ბლოგერი დომენიკ მანგო, იურისტი ბექა ბასილაია, პოლიტიკოსი კობა ხაბაზი და სხვა.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ძებნილთა სიაში პირველ ადგილს საქართველოს მოქალაქეები იკავებენ, მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი, 90 ადამიანით, მესამეზე კი ბელარუსი – 61 მოქალაქით