საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში ექსპორტი 36.4%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 34.8%-ით მოიმატა და 7.09 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
მთლიანად საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.3%-ით მეტია.
წელს უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (475.6 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (351.5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (339.1 მლნ აშშ დოლარი).
10 უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
ჩინეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 15.3%, ზრდა – 29.4%;
აზერბაიჯანი – წილი მთლიან ექსპორტში – 11.3, ზრდა – 19%;
რუსეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 10.9%, ზრდა – 5.1%;
თურქეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 9.5%, ზრდა – 54.9%;
სომხეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 8.1%, ზრდა – 96.3%;
ბულგარეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 7.6%, ზრდა – 84.7%;
აშშ – წილი მთლიან ექსპორტში – 6.1%, ზრდა – 115.2%;
უკრაინა – წილი მთლიან ექსპორტში – 4.2%, კლება – 21.1%;
პერუ – წილი მთლიან ექსპორტში – 3.3%, ზრდა – 950.2%;
ყაზახეთი – წილი მთლიან ექსპორტში – 3.1%, ზრდა 136.1%.
იმპორტის მიხედვით პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 226.2 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (874.9 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (619.0 მლნ აშშ დოლარი)
10 უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნის სრული ჩამონათვალი შემდეგნაირია:
თურქეთი – წილი მთლიან იმპორტში – 17.3, ზრდა – 33.5%;
რუსეთი – წილი მთლიან იმპორტში – 12.3%, ზრდა 60.4%;
ჩინეთი – წილი მთლიან იმპორტში – 8.7%, ზრდა – 34.7%;
აშშ – წილი მთლიან იმპორტში -6.7%, ზრდა – 28.9%;
აზერბაიჯანი – წილი მთლიან იმპორტში – 5.4%, ზრდა – 31.2%;
სომხეთი – წილი მთლიან იმპორტში – 4.8%, ზრდა – 25.6%;
გერმანია – წილი მთლიან იმპროტში – 4.5%, ზრდა – 26.2%;
რუმინეთი – წილი მთლიან იმპორტში – 2.5%, ზრდა – 72.7%;
იტალია – წილი მთლიან იმპორტში – 2.1%, ზრდა – 7.3%;
უკრაინა – წილი მთლიან იმპორტში – 2.1%, კლება – 38%.