Home დღის ამბები ეკონომიკა რომელ პოზიციაზე რა ხელფასებია საქართველოში – დაბალ და მაღალანაზღაურებადი თანამდებობები

რომელ პოზიციაზე რა ხელფასებია საქართველოში – დაბალ და მაღალანაზღაურებადი თანამდებობები

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დღეს გამოაქვეყნა 2021 წლის მონაცემები, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით.

„საქსტატის“ ცნობით, 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა და 2 414.7 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – 674.1 ლარი, არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი დაკავებული პოზიციების მიხედვით, ასე გამოიყურება:

მენეჯერები – 2 414.7 ლარი;

სპეციალისტი-პროფესიონალები – 1333.7 ლარი;

ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები – 1193.7 ლარი;

ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები – 1178.6 ლარი;

ოფისის დამხმარე პერსონალი – 1144.6 ლარი;

დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები – 1112.1 ლარი;

მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები – 911.6 ლარი;

სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის კვალიფიციური მუშაკები – 791.5 ლარი;

არაკვალიფიციური მუშაკები – 674.1 ლარი.