Home დღის ამბები ეკონომიკა რომელი ორგანიზაციების და ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს?

რომელი ორგანიზაციების და ქვეყნების ვალი აქვს საქართველოს?

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საგარეო ვალის სექტემბრის სტატისტიკა გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, ამჟამად საქართველოს საქართველოს საგარეო ვალი 21.5 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის იანვართან შედარებით 3.2 მილიარდი ლარით ნაკლებია. ვალის კლება ამ პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით არის განპირობებული.

საქართველოს ყველაზე დიდი ვალი მსოფლიო ბანკის ჯგუფის წინაშე მართებს. სრული სტატისტიკა კი შემდეგნაირია:

1. მსოფლიო ბანკის ჯგუფი – $1.92 მილიარდი;
2. აზიის განვითარების ბანკი (ADB) – $1.79 მილიარდი;
3. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – $781.5 მილიონი;
4. საფრანგეთი – $617.1 მილიონი;
5. გერმანია – $567.2 მილიონი;
6. ევროობლიგაცია – $500.0 მილიონი;
7. ეროვნული ბანკის ვალი IMF-ის მიმართ – $421.7 მილიონი;
8. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – $212.5 მილიონი;
9. მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ – $190.0 მილიონი;
10. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – $177.7 მილიონი;
11. იაპონია – $145.1 მილიონი;
12. ევროგაერთიანება (EU) – $128.9 მილიონი;
13. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – $33.9 მილიონი;
14. რუსეთი – $25.4 მილიონი;
15. ავსტრია – $13.5 მილიონი;
16. ამერიკა – $12.4 მილიონი;
17. კუვეიტი – $11.5 მილიონი;
18. ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – $8.4 მილიონი;
19. თურქეთი – $6.3 მილიონი;
20. ყაზახეთი – $3.5 მილიონი;
21. აზერბაიჯანი – $3.2 მილიონი;
22. სომხეთი – $2.9 მილიონი;
23. ირანი – $2.4 მილიონი;
24. სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – $1.9 მილიონი.

რაც შეეხება შიდა ვალს, მისი ზომა 6.7 მილიარდი ლარია.