საქართველოს საფონდო ბირჟა (GSE) ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარია საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა.
საფონდო ბირჟაზე ამჟამად ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 21 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული, აქედან ოთხ შემთხვევაში საუბარია კომპანიის აქციებზე, ხოლო დანარჩენი 17 – ობლიგაციებია.
დალისტული კომპანიებიდან აქციები გამოშვებული აქვთ: „ლიბერთი ბანკს“, „მეტრო ეიფორია ჰოტელ ბათუმს“, „გრინ დაზღვევასა“ და „საქართველოს ბანკს“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფონდო ბირჟის მმართველ გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებებია – გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილიმა თანამდებობა დატოვა, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნინო ქურდიანი დაინიშნა.
აღნიშნული ცვლილებების ფონზე, საფონდო ბირჟის დღიურმა საშუალო ბრუნვამ ნოემბერში 7.5 ლარი შეადგინა. გასულ თვეს GSE-ზე ერთადერთი შედგა, რომელიც „ლიბერთი ბანკს“ უკავშირდება და მისი ღირებულება 166 ლარს შეადგენს.