Home დღის ამბები რომელია 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი

რომელია 2022 წლის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი

კომპანია Toyota 2022 წლის პირველი სამი კვარტლის გაყიდვებით ლიდერი კომპანიაა მსოფლიოს მასშტაბით, ხოლო მისი მოდელი Corolla – ყველაზე გაყიდვადი მოდელი. ამის შესახებ ინფორმაციას Focus2move მსოფლიოს 162 ქვეყნის მონაცემზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით Corolla-ს გაყიდვებმა ამ პერიოდში 840 ათასი ეგზემპლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით მისი გაყიდვები 5,6%-ით არის შემცირებული, ის მაინც გლობალური ლიდერია.

გაყიდვების მხრივ მეორე ადგილზე გავიდა Toyota RAV4, რომლის 654 ათასი ეგზემპლარია რეალიზებული. ის მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე პოპულარული ქროსოვერია, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაყიდვებიც 15,6%-ით არის შემცირებული.

ლიდერ სამეულს Ford F-Series ხურავს, რომელზეც ამერიკაში კვლავ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება, მიუხედავად იმისა, რომ მასზეც 11,4%-იანი კლებაა. ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი პიკაპია.

რეიტინგის პირველ სამეულში ვერ მოხვდა ელექტრომობილები, თუმცა Tesla Model Y-მ საპატიო მეოთხე პოზიცია დაიკავა, რომელიც წინა წელთან შედარებით მთელი 22 პოზიციით დაწინაურდა. მასკის ეს ელექტრომობილი 531 ათასიანი ოდენობით არის გაყიდული, რაც 101,6%-იანი მატებაა. მას მოჰყვება კიდევ ერთი Tesla — Model 3, რომელიც 492 ათასმა ადამიანმა შეიძინა (+22,6%).

ხუთეულს მიღმა არიან Toyota Camry, 489 ათასით (-4,9 %). Honda CR-V (449 ათასი, -21,7 %) და Chevrolet Silverado (433 ათასი, -4,1 %). რეიტინგს ხურავენ RAM (410 ათასი, -14,3 %) და კიდევ ერთი Toyota — Hilux (416 ათასი, +0,7 %).

ყველაზე დიდი ნახტომი რეიტინგში ჩინურმა BYD-მა გააკეთა, რომელიც წინა მეასე ადგილიდან მე-19 პოზიციაზე იმყოფება, მისი ელექტრომობილი Qin Plus კი 29-ე ადგილზე იმყოფება, მაშინ, როცა გასულ 2021 წელს ის მხოლოდ 141-ე ადგილზე იყო.