Home დღის ამბები ეკონომიკა როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის – “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 6.56%-ით შემცირდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 12.24 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 44 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 675.11 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 186,841 აქცია იყო.

“საქართველოს ბანკის” (BGEO) აქციების ღირებულება 8.23%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 13.38 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ კლებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 54 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 657.89 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 341,212 აქცია იყო.

“საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 6.42% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 5.97 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის მატების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 18 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 278.21 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 264,005 აქცია იყო.