Home ბლოგი როგორი უნდა იყოს ამაყი ოჯახი

როგორი უნდა იყოს ამაყი ოჯახი

საქართველოში მცხოვრები ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) ადამიანების ოჯახების გაძლიერების მიზნით, ორგანიზაცია „იდენტობა “ აგრძელებს წარმატებულ პროექტს – „ამაყი ოჯახები“.

აღნიშნული პროექტი ამ ეტაპზე ხორციელდება პანკისის ხეობაში. თუმცა ხეობაში მცხოვრები „ პანკისის უხუცესთა საბჭო“ აპროტესტებს და აგრესიულად ხვდება ამ საკითხზე ჩატარებულ ტრენინგებსა და შეხვედრებს. იყო შემთხვევაც როდესაც მათ ტრენინგის ჩატარების დროს ქვები ესროლეს იმ შენობას სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა.

საქართველოში ქვიარ ადამიანები საზოგადოების მხრიდან ხშირად განიცდიან უარყოფასა და ჩაგვრას. ასეთ დროს მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების სიყვარული და თანადგომა, მაგრამ სტიგმისა და სოციალური წნეხის გამო, ოჯახის წევრებსაც უჭირთ მათი გაგება და დაცვა. უფლებადამცველი თემურ ქავთარაშვილი გვიყვება : „ამაყი ოჯახების“ ინიციატივაა ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერება. ჩემი მუშაობის შედეგად ხეობაში შეიქმნა ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრების ქსელი, რომელსაც ჩაუტარდა საინფორმაციო შეხვედრა-დისკუსიები, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები.

ქსელის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს რამდენიმედღიან გასვლით შეხვედრაში, სადაც ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ფსიქოლოგისაგან რჩევები მიიღეს. „ეს პროექტი ეხმარება თითოეულ ადამიანს, გახდეს უკეთესი ოჯახის წევრი თავიანთი ქვიარ ოჯახის წევრისთვის“, – ამბობს თემური ქავთარაშვილი მისი თქმით, სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ლგბტ ახალგაზრდებში, რომლებსაც ოჯახის მხარდაჭერა აქვთ, ბევრად მაღალია ბედნიერებისა და კეთილდღეობის მაჩვენებელი და ბევრად დაბალია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის მხარდაჭერის შემთხვევაში მინიმუმ სამჯერ დაბალია სუიციდური აზრები, ასევე აივ-ინფექციასთან დაკავშირებული რისკები და მავნე ნივთიერებების მოხმარება. თუმცა სამწუხაროდ პანკისის ხეობაში არსებობენ ისეთი ოჯახებიც, რომლებიც სასიკვდილოდ იმეტებენ საკუთარ ოჯახის წევრს მხოლოდ იმიტომ რომ იგი სექსუალური უმცირესობის წევრია. ასეთი ოჯახების აგრესია ჩემზეც ვრცელდება, მე ვთხოვდი სამართალდამცველ რომ ჩემი უსაფრთხოებაც დაეცვათ, უკვე მრავალჯერადი მუქარის ფონზე, რთულია მშვიდად მუშაობის გაგრძელება