სინოპტიკოსების პროგნოზით, 29 მარტს ქუთაისში გამოიდარებს. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ოზურგეთში, სადაც დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +15 გრადუსსა და უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +15 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება უმეტესად მზიანი დღეა ნავარაუდები. ღამით +2 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში +1 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ღამითაც -10 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში დღისით +13 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ღრუბლიანობას ვარაუდობენ ჭიათურაში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მცირე ღრუბლიანობის მატებაა ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.
გორში უმეტესად მზიანი დღე იქნება. დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში 0 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში. 0გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება. მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი ომალოში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამე კი -8 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უმეტესად მზინი დღეა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი.
უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +10 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3-მდე დაიწევს.
რუსთავში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. +13 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +4 გრადუსი. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.