თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში,.ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 3 ადამიანი დაჭრეს.
დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმის ინფორმაციით, მათ შესაბამისი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ და ამ ეტაპზე სიცოცხლისთვის შეუასაბამო მდგომარეობა არ აღენიშნებათ.
“ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. მოთავსებულები არიან შესაბამისს ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აღენიშნებათ,” – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარეკებისას, ერთმა პირმა – სამ თანასოფლელს სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.