Home დღის ამბები როგორია დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონას მდგომარეობა

როგორია დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 7 წლის გოგონას მდგომარეობა

18 მარტს, ქალაქ დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული გოგონას მდგომარეობა რთულია.

როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, არასრულწლოვანს ქალა – ტვინის ტრავმა აქვს მიღებული, რის გამოც პაციენტი თბილისში, ინგოროყვას კლინკაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილის მძღოლი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლის 44 წლის პედაგოგი, ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე,სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6- ე ნაწილით მიმდინარეობს.