მოქალაქეებს იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის დაზღვევა შეუძლიათ.
იუსტიციის სახლის ინფორმაციით, დაზღვეული დოკუმენტების განმეორებით აღებას უფასოდ შეძლებთ, თუ ის:
🔹დაიკარგა;
🔹დაზიანდა;
🔹მოიპარეს.
დაზღვევის ღირებულებას მოქალაქე ერთჯერადად იხდის. ღირებულება შემდეგი პირობებით განისაზღვრება:
🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის 10 სამუშაო დღეში აღდგენა – 6 ლარი;
🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის 5 სამუშაო დღეში აღდგენა-10 ლარი;
🔹თუ გსურს პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღდგენა – 16 ლარი.
დაზღვევის ღირებულება 1 წელს მოიცავს და განახლება 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.