Home დღის ამბები პოლიტიკა რა შემთხვევაში გადადგება ირაკლი კობახიძე? – პასუხი

რა შემთხვევაში გადადგება ირაკლი კობახიძე? – პასუხი

“რამდენიმე ელჩი უკვე გადადგა, პრინციპში ამით შემოვიფარგლებით”, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვას, რა შემთხვევაში ან როდის შეიძლება გადადგეს ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” დასატოვებლად ემზადება. კობახიძემ ეს არ დაადასტურა. “არანაირი ინფორმაცია” – ეს იყო მისი კომენტარი შესაბამის კითხვაზე.