Home დღის ამბები ეკონომიკა რა ღირს სასაკლაოების მომსახურება

რა ღირს სასაკლაოების მომსახურება

ერთ კვარტალში, საქართველოში ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოების რაოდენობა 123-და 119-ამდე შემცირდა.

2022 წლის III კვარტალში საქართველოში 119 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.5 % მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 16.8 % – კახეთის რეგიონში, 14.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 13.4 % – შიდა ქართლის რეგიონში, 10.9 %- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო 26.1 % – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

უწყების ცნობით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 107.8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 44.2 % – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 43.1 % – ღორი, ხოლო 11.1 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.5 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 978.7 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2022 წლის III კვარტალში 13.2 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 40.5 % მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 40.0 % – ფრინველის ხორცზე, 18.0 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.5 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 14.8 ათას პირს, საიდანაც 32.2 % შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 061 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 32.6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 14.9 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 27.5 ლარი.

ინფომრაციისთვის, 2021 წლის ანალოგიორ პერიოდში საქართველოში 108 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა