საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში მათ შორის, განხილულია თუ როგორია ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. სემეკ-მა დაახლოებით 35 ქვეყნის გადასახადი შეადარა ერთმანეთს.
ანალიზის მიხედვით, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფი საქართველოში რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი მაღალია. კერძოდ, საქართველოში საფასური კუბ.მ-ზე 55.13 თეთრია, მაშინ როცა მაგალითად, აზერბაიჯანში – 34.08 თეთრი; რუსეთში კი – 26.23 თეთრია.
საქართველოზე ძვირია ბუნებრივი აირი თურქეთში, სადაც კუბ.მ-ის ფასი – 69.05 თეთრია; სომხეთში – 89.81 თეთრია; უკრაინაში კი კუბ.მ-ი 92.64 თეთრი ღირს.