საქართველოში წამლების ფასი კანონით დარეგულირდება. აღნიშნულს გულისხმობს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ავტორიც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.
მათ შორის, კანონპროექტი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეფერენტულ ფასზე მაღალი ფასით რეალიზაციის შემთხვევაში (აღსანიშნავია, რომ რეფერენტული ფასით რეალიზაციის ვალდებულება არ ეხება იმპორტთან, ექსპორტთან ან/და რეექსპორტთან დაკავშირებულ ოპერაციებს) ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას. კერძოდ:
ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საცალო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა, გამოიწვევს გაფრთხილებას; განმეორებით ქმედებაზე კი ჯარიმა 5 000 ლარი იქნება.
ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტულ საბითუმო ფასზე მაღალ ფასად რეალიზაციის წესის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას – 22 500 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებაზე ფულადი სანქცია 45 ათასი ლარი იქნება.
Home დღის ამბები ეკონომიკა რა ტიპის სანქციას გულისხმობს კანონპროექტი, წამლის დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდვის შემთხვევაში